03 ოქტომბერი 2024,   08:32
ვრცლად
„დნმ-ის შეცდომა არის გამორიცხული,” - ნანა კაკაბაძე

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე დნმ-ის ანალიზის შეცდომას გამორიცხავს. ამის შესახებ ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის” თავმჯდომარემ ნანა კაკაბაძემ "რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა,

მისი თქმით, ამ ეტაპზე პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მასალებით შეიძლება ითქვას, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ადგილიდან ამოღებულ მასალებზე დაყრდნობით წარმოდგენილი მტკიცებულება არის უტყუარი.

„ჯერჯერობით, რაც გამოძიებამ გამოკვეთა და რითიც მან თქვა, რომ ისინი გავიდნენ შემსრულებელზე, ეს შეიძლება ჩაითვალოს უტყუარ მტკიცებულებად. თუ ეს მართლაც დნმ-დან გამომდინარე პასუხია, სამედიცინო თვალსაზრისით, ეს არის უტყუარი მტკიცებულება, ანუ დნმ-ის შეცდომა არის გამორიცხული,” - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.

ამავე ბრიფინგს ესწრებოდა კიდევ ერთი უფლებადამცველი, ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე, რომელიც ამბობს, რომ ის პროკურატურისგან იური ვაზაგაშვილის მკვლელობის გამოძიებას საერთოდ არ ელოდებოდა.

„მოხდა ის საოცრება, რომ პროკურატურა დადგა მოწოდების სიმაღლეზე და სამართლიანი სახელმწიფოს როლი ითამაშა. რა თქმა უნდა, ეს წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა ჩვენ, როგორც უფლებადამცველებს, კონკრეტული კითხვები გვაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ როდის მიაგნებენ დამკვეთებს,” - განაცხადა კობაიძემ.

დღის ამბები