03 ოქტომბერი 2024,   08:32
ვრცლად
"რეჟიმის მსხვერპლთა მემორიალთან" ამ წუთებში ხალხმრავლობაა [ფოტო]

ამ წუთებში იუსტიციის სახლთან, ადგილზე, სადაც "რეჟიმის მსხვერპლთა მემორიალია" გახსნილი, ხალხმრავლობაა. შეკრებილმა მოქალაქეებმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და სანთლები დაანთეს. მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს ზურაბ ვაზაგაშვილი. 

მოქალაქეები ხელისუფლებას მიმართავენ და გახმაურებული საქმეების დროულად გახსნისკენ მოუწოდებენ. 

"რეჟიმის მსხვერპლთა მემორიალთან" ბუტა რობაქიძის, იური და ზურაბ ვაზაგაშვილების ოჯახის წევრები და ახლობლები არიან შეკრებილნი. 

შეგახსენებთ, რომ მემორიალი 2013 წელს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და უკვე გარდაცვლილმა იური ვაზაგაშვილმა გახსნეს. 

 

 

დღის ამბები