21 დეკემბერი 2024,   20:10
ვრცლად
სოფელ დუისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა

სოფელ დუისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი ახალგაზრდის საცხოვრებელ სახლში ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ. თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრების ინფორმაციით, სპეციალისტებმა ისინი დაკითხეს და ამ წუთებში შემთხვევის ადგილს ათვალიერებენ, სადაც უშუალოდ მაჩალიკაშვილის დაჭრის ფაქტი მოხდა.

გარდა ამისა, ამ დრომდე მძიმეა 19 წლის დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მას ქირურგიული ოპერაცია თელავის რეფერალურ საავადმყოფოში უტარდება. 

რამდენიმესაათიანი სპეცოპერაცის შედეგად პანკისის ხეობაში 4 პირია დაკავებული. ერთ-ერთი მათგანი სოფელ დუისში მცხოვრები 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დაჭრილია. ოჯახის ინფორმაციით მას საკუთარ საძინებელში ესროლეს. დაჭრილის ახლობლები ჰყვებიან, რომ ოჯახში რამდენიმე ათეული სპეცრაზმელი შეიჭრა, თუმცა არ დაუნახავთ რა ვითარებაში წაიყვანეს თემირლან მაჩალიკაშვილი. მათივე ინფორმაციით იარაღი, რომელსაც სპეცრაზმელები ეძებდნენ, სახლში ვერ ნახეს.

დაკავებულები არიან ასევე თემირლან მაჩალიკაშვილის მეზობლები ხიზირ მარგოშვილი, რუსლან ალხანაშვილი და სოფელ ომალოში მცხოვრები ბადო ჩოფანაშვილი.

დღის ამბები