09 ოქტომბერი 2024,   12:23
ვრცლად
16 თებერვლიდან ევროპის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ძალაში შევა

ევროპის მიერ რუსეთისთვის წაყენებული ულტიმატუმის ვადა ერთ კვირაში იწურება. იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვის აგრესიული პოლიტიკა უკრაინასთან დაკავშირებით არ შეიცვლება, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციები 16 თებერვლიდან ძალაში შევა. მანამდე კონფლიქტის დიპლომატიური გზებით მოგვარებას კიდევ ერთხელ შეეცდებიან მინსკის სამიტზე. აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილი ვითარება იყო ერთ-ერთი მთავარი თემა გერმანიისა და შეერთებული შტატების პირველი პირების შეხვედრაზე.

რამდენიმე ევროპულ სახელმწიფოსთან ერთად, გერმანია უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდების წინააღმდეგია, რადგან მიაჩნია, რომ ეს ნაბიჯი კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს და შეეცდება ამაში ბარაკ ობამაც დაარწმუნოს. შეერთებული შტატების ლიდერს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ვაშინგტონშიც და ბერლინშიც მინსკის მოლაპარაკების შედეგებს ელოდებიან.

დღის ამბები