20 ნოემბერი 2024,   17:19
ვრცლად
ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტი - ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის წევრებმა აქცია გამართეს 

ჯანდაცვის კომიტეტი იწყებს ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტის განხილვას. კომიტეტის დაწყებამდე ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის წევრებმა აქცია გამართეს და დეპუტატებს რეფორმის დაწყებისკენ მოუწოდეს.

ისინი ყველა ტიპის ნარკოტიკული საშუალების დეკრიმინალიზაციას მოითხოვენ.

„უნდა მოხდეს ნარკოპოლიტიკის სრული რეფორმები და იმ სახით, როგორც ჩვენ ეს გვაქვს მიწოდებული პარლამენტისათვის, ეს არის ყველა ნარკოტიკული საშუალების მცირე დოზით ფლობისა და მოხმარების დეკრიმინალიზაცია,“ - განაცხადა მოძრაობა ”თეთრი ხმაურის” აქტივისტმა დავით სუბელიანმა.

დღის ამბები