26 დეკემბერი 2024,   21:29
ვრცლად
ზვიად რატიანის საქმე - მოსამართლემ, მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილი სამი ვიდეომასალა საქმეს დაურთო 

პოეტ ზვიად რატიანის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარემ სამი ვიდეომასალა წარადგინა. ერთი მათგანი არის ტელეფონით გადაღებული, რომელიც ასახავს ქუჩაში, სამართალდამცველებსა და ზვიად რატიანს შორის დაპირისპირებას და უცენზურო სიტყვების გამოყენებას, თუმცა ეს ვიდეომასალა არ ასახავს რატიანის გაჩერებასა და მისი დაკავების პირველივე წუთებს.

რაც შეეხება დანარჩენ ორ მასალას, რომლებიც ქუჩაში დამონტაჟებულმა კამერამ დააფიქსირა, რატიანის იზოლატორში გადაყვანასა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს ასახავს.

მოსარჩელე მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი ვიდეომასალების საქმეში დართვის შუამდგომლობა მოსამართლემ დააკმაყოფილა თუმცა, რატიანის ადვოკატები აცხადებდნენ, რომ აღნიშნული ვიდეომასალები საქმეში არ უნდა ჩადებულიყო. 

გარდა ამისა, ადვოკატები ასევე განმარტავენ, რომ სამართალდამცველებს საპოლიციო კონტროლის დროს, სამხრე კამერების ჩართვის ვალდებულება აქვთ. ბრალდებას დღეს სამხრე კამერების ჩანაწერები არ წარუდგენია. დაცვის მხარე მოითხოვს სრულად იყოს წარდგენილი ვიდეომასალა, რომელიც ასახავს გაჩერების წუთიდან ბოლო წუთამდე განვითარებულ მოვლენებს.

„წარმოდგენილი იყო ვიდეო ჩანაწერები რომელიც გადაღებული იყო პირადი მობილური ტელეფონით და არა სამხრე ვიდეო კამერების მეშვეობით. და შესაბამისად, ზოგადად მობილური ტელეფონის მეშვეობით სასურველ დროს ჩანაწერების გაკეთება და არასასურველ დროს ჩანაწერების არ გაკეთება პოლიციის თანამშრომლების მიერ არის დარღვევა. არც ერთ საკანონმდებლო აქტში არ არის მითითებული , რომ ისინი უფლებამოსილნი არიან პირადი მობილური ტელეფონიდან ამგვარი ჩანაწერები გააკეთონ. და სწორედ ეს იყო საფუძველი იმისა რომ მოსამართლეს არ გაეთვალისწინებინა , არ გაეზიარებინა აღნიშნული ვიდეო-ჩანაწერი,“-განაცხადა ზვიად რატიანის ადვოკატმა ანა ნასრაშვილმა.

შსს-ს იურიდიულ დეპარტამენტის უფროსი ბექა დოჭვიშვილი კი აცხადებს, რომ სასამართლოზე წარდგენილი იქნა ის ვიდეო მტკიცებულება, რომლის არსებობის შესახებ საუბრობდა შსს. მისივე თქმით წარდგენილი იყვნენ ასევე ნეიტრალური მოწმეები და ყოველივე ეს ადასტურებს ზვიად რატიანის მიერ ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები