08 დეკემბერი 2024,   18:44
ვრცლად
აზერბაიჯანის მილი-მეჯლისის წევრებმა გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივა დაგმეს

ოფიცალური ბაქოს პროტესტი და კრიტიკული გამოსვლები საქართველოს პრემიერმინისტრის წინააღმდეგ - აზერბაიჯანის მილი-მეჯლისის წევრებმა გიორგი კვირიკაშვილის ის ინიციატივა დაგმეს, რომელიც საქართველოსა და სომხეთს შორის სატრანსპორტო დერეფნის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.

ბაქოს პროტესტი გიორგი კვირიკაშვილის პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა, სადაც საქართველოს პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ ფორსმაჟორულ ვითარებაში სომხეთიდან რუსეთისკენ მიმავალმა ტვირთებმა შესაძლოა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები გაიარონ.

"ყველაზე რთულ ვითარებაშიც კი აზერბაიჯანი ყოველთვის იდგა საქართველოს გვერდით და დღეს, როგორც ჩანს, ვიღაცეებს ამ კავშირის დარღვევა სურს," - განაცხადა სხდომაზე აზერბაიჯანის პარლამენტის სპიკერმა.

მილი-მეჯლისის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საკითხის დეტალური შესწავლა აზერბაიჯანი-საქართველოს პარლამენტთაშორის კომისიას დაევალება.

დღის ამბები