ბრიტანელი ექსპერტები პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილის ხარჯებს ითვლიან. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ სამეფო ოჯახში დაგეგმილი მორიგი ქორწილი ქვეყნის ეკონომიკას 500 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუჯდება.
ანალიტიკოსები ფიქრობენ რომ ქვეყანა სოლიდურ მოგებას ნახავს. ყველაზე მეტ შემოსავალს, 200 მილიონ გირვანქას ტურიზმისგან ელიან.
მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე იყიდება სუვენირებიც წყვილის ფოტოებით, რომელშიც ვარაუდობენ, რომ ტურისტებიც და მოსახლეობაც 50 მილიონ გირვანქამდე დახარჯავს.
პრინცი ჰარისა და მსახიობ მეგან მარკლის ქორწილი უინძორის სასახლეში 19 მაისს გაიმართება.