21 დეკემბერი 2024,   18:37
ვრცლად
"მოვალ ჩემი შვილებიანად და დავჯდები და ვიქნები აქ" - ზესტაფონის მერიიდან გათავისუფლებული 25 თანამშრომელი სამსახურში აღდგენას ითხოვს

ზესტაფონის მერიის ყოფილი თანამშრომლები სამსახურიდან გაშვებას აპროტესტებენ. მერმა 25 თანამშრომელს ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა. გათავისუფლებულ თანამშრომლებს ამის შესახებ იურისტმა შეატყობინა. მერიის უკვე ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ რამდენიმე თვის წინ ისინი შტატიანი თანამშრომლები იყვნენ, თუმცა მოტყუებით 6-თვიანი ხელშეკრულება გაუფორმეს. სამსახურიდან გათავისუფლებულები ასევე ამბობენ, რომ მაჟორიტარმა დეპუტატებმა მათ ნაცვლად, ნათესავები დაასაქმეს.

„ჩვენ გავლილი გვაქვს სერთიფიცირება კანონის მიხედვით. სამი წელი ვმუშაობდით, ხოლო რატომ გადაგვიყვანეს ხელშეკრულებით და ხელშეკრულების შემდეგ აღმოვჩნიდთ ქუჩაში,“-აცხადებს ერთ-ერთი გათავისუფლებული ელზა ნებიერიძე.

სამსახურიდან დათხოვნილი თანამშრომლები ამბობენ რომ მათ ბანკში აქვთ სახლები ჩადებული და იძულებულები გახდებიან, რომ მერიის ფოიეში იცხოვრონ.

„ბანკში მაქვს სახლი ჩადებული, იმას ბანკი წამართმევს რომ ვერ გადავიხდი. საჭმლის ფული არ მექნება. მოვალ ჩემი შვილებიანად და დავჯდები და ვიქნები აქ,“-განაცხადა მაია ქავთარაძემ.

ზესტაფონის მერის პირველი მოადგილე კი აცხადებს, რომ მერიაში 19 საშტატო ერთეული შემცირდა, ხოლო დანარჩენ ადგილებზე კონკურსი გამოცხადდება. მერიის ყოფილი თანამშრომლები შიმშილობის დაწყებას გეგმავენ. 

დღის ამბები