21 დეკემბერი 2024,   18:56
ვრცლად
მესამე სექტორი მოსამართლესთვის მტკიცებულებათა გამოკვლევის გარეშე გადაწყვეტილების მიღების უფლების შეზღუდვას ითხოვს

სამოქალაქო სექტორი და სახალხო დამცველი კოდექსში იმ ნორმის შეცვლას ითხოვენ, რომელიც მოსამართლეს მტკიცებულებათა გამოკვლევის გარეშე გადაწყვეტილების მიღების უფლებას აძლევს.

მიზეზი რამდენიმეწუთიანი სასამართლო პროცესები და მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებული გამამტყუნებელი განაჩენებია.

საია-ის ინფორმაციით, მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში სასამართლომ ათი ათას მეტ საქმეზე გადაწყვეტილება მხოლოდ სამართალდამცველების ჩვენების საფუძველზე მიიღო.

მესამე სექტორში ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი დიდი ხანია, დგას დღის წესრიგში, კანონში ცვლილების განხორციელების პოლიტიკური ნება ხელისუფლების მხრიდან არ არსებობს. 

დღის ამბები