21 დეკემბერი 2024,   18:48
ვრცლად
თათია სამხარაძე VS შალვა რამიშვილი - სექსუალური ხასიათის შევიწროვების საქმეზე სასამართლომ რამიშვილი დამნაშავედ სცნო

სექსუალური შევიწროვების საქმეზე სასამართლომ შალვა რამიშვილი დამნაშავედ სცნო. მოსამართლემ ჟურნალისტ თათია სამხარაძის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სარწმუნოდ მიიჩნია და შალვა რამიშვილს მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის 2 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

მთავარი მტკიცებულება, შალვა რამიშვილის წინააღმდეგ მის მიერვე გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებები და მისივე თანამშრომლისთვის ნათქვამი სიტყვები იყო.

თითქმის ორი წლის განმავლობაში, ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტი თათია სამხარაძე ამტკიცებდა, რომ მას სექსუალური კავშირის სანაცვლოდ ამავე არხის ტელეწამყვანი, შალვა რამიშვილი კარიერულ წინსვლას ჰპირდებოდა.

ორი წლის წინ ჟურნალისტმა თათია სამხარაძემ რამიშვილთან საუბრის ჩანაწერები გამოაქვეყნა, რის ავთენტურობასაც რამიშვილი უარყოფდა, თუმცა, მისი ნამდვილობა სამხარეულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დაადასტურა.

ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებში ამბობენ, რომ სასამართლოს მიერ სამხარაძე-რამიშვილის საქმეზე გამოცხადებული გადაწყვეტილება პრეცედენტულია და ახლა ქალები სექსუალური შევიწროებისგან უფრო მეტად იქნებიან დაცულები.

სექსუალური ხასიათის შევიწროვების ფაქტს კი შალვა რამიშვილი უარყოფს. ის დღეს სასამართლოს ბოლო სხდომაზე საერთოდ არ გამოცხადდა და არ არის გამორიცხული, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს.

თათია სამხარაძის მიერ სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით სასამართლო დავა პროცესები ორი წლის განმავლობაში გრძელდებოდა.

დღის ამბები