21 დეკემბერი 2024,   18:47
ვრცლად
ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე ცივ ქალაქ ჰარბინში ყოველწლიური ყინულის ფესტივალი გაიხსნა

ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე ცივ ქალაქ ჰარბინში ყოველწლიური ყინულის ფესტივალი გაიხსნა.

ცერემონიის დროს პარკში, სადაც ყინულის გიგანტური ქანდაკებები დგას, გრანდიოზული ფოიერვერკი მოეწყო.

ღონისძიებას ათასობით ადამიანი ესწრებოდა, რომლებიც ყინულის სასახლეებთან და სხვადასხვა ზღაპრის პერსონაჟებთან სამახსოვრო ფოტოებს იღებდნენ.

რიგით 34-ე ყინულის ფესტივალი ჰარბინში თებერვლის ბოლომდე გაგრძელდება. ამ პერიოდში ადგილზე უამრავი ღონისძიებაა დაგეგმილი, მათ შორის, ცივ წყალში ბანაობა, საქორწინო ცერემონიები და სხვადასხვა სახის შეჯიბრებები.

დღის ამბები