21 დეკემბერი 2024,   18:37
ვრცლად
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აშშ-ის საჰაერო ძალების მიერ გავრცელებულ ვიდეომასალას ეხმაურება

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო შეერთებული შტატების საჰაერო ძალების მიერ გავრცელებულ ვიდეომასალას ეხმაურება. ჩანაწერი ბალტიის თავზე ნოემბერსა და დეკემბერში მომხდარ ინციდენტებს ასახავს, როდესაც რუსულ ავიაგამანადგურებლებს ნატო-ს თვითმფრინავები აცილებენ.

სერგეი შოიგუს უწყების განმარტებით, ორივე შემთხვევაში რუსული ავიაგამანადგურებლები ნეიტრალური წყლების თავზე გეგმიურ საწვრთნელ ფრენას ახორციელებდნენ და არცერთი ქვეყნის საჰაერო საზღვარი არ დაურღვევიათ.

პენტაგონის მტკიცებით კი, ბრიტანეთის ავიაბაზაზე დისლოცირებული ამერიკული თვითმფრინავები იმის გამო გაგზავნეს, რომ რუსულმა ეკიპაჟმა დისპეტჩერებს საჭირო კოდები არ გადასცა. 

დღის ამბები