21 დეკემბერი 2024,   18:53
ვრცლად
ავსტრალიაში ტყის ხანძრებს ვერ აქრობენ

ავსტრალიაში ტყის ხანძრებს ვერ აქრობენ. სტიქია ერთდროულად სამ რეგიონში მძვინვარებს, მათ შორის, ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ მელბურნის გარეუბნებში.

ხანძარმა უკვე გაანადგურა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი. დაზარალებულ რეგიონებში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს აჭარბებს, რაც სამაშველო ბრიგადების მუშაობას აფერხებს.

საგანგებო სიტუაციათა სამსახურმა ვიქტორიასა და სამხრეთ ავსტრალიის შტატების მოსახლეობა გააფრთხილა, რომ საჭიროების შემთხვევაში ევაკუაციისთვის მოემზადონ. ხანძრის გამო, 400-მდე ოჯახს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

დღის ამბები