ცნობილი პროდიუსერი და წამყვანი დევიდ ლეტერმანი სატელევიზიო ეთერს უბრუნდება.
კომპანია "ნეტფლიქსის" ახალი ტოკშოუს პირველ გადაცემას 12 იანვარს უჩვენებენ, მისი პირველი სტუმარი კი ბარაკ ობამა იქნება.
თანამდებობის დატოვების შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი სატალევიზიო ტოკშოუში მიიღებს მონაწილეობას.
ბარაკ ობამას გარდა, 70 წლის ლეტერმანმა ინტერვიუები ჩაწერა ჯორჯ კლუნთან, ჯეი ზისთან, თინა ფეისთან და მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატ მალალა იუსუფზაისთანაც.
დევიდ ლეტერმანმა გადაცემა "ღამის შოუ", რომელსაც 30 წლის განმავლობაში უძღვებოდა, 2015 წლის მაისში დატოვა.