21 დეკემბერი 2024,   18:45
ვრცლად
გუშინ თუ მუშტებით გამისწორდა, დღეს შეიძლება, ავტომატით გამისწორდეს - 22 წლის დეა გოშხეთელიანი ყოფილ მეუღლეს ძალადობაში ადანაშაულებს

დეა გოშხეთელიანი ყოფილ მეუღლეს ძალადობაში ადანაშაულებს და მის დაპატიმრებას მოითხოვს. 22 წლის გოგონა ყვება, რომ ყოფილი ქმარი სახლში შეუვარდა და მცირეწლოვანი ბავშვების თანდასწრებით, მასაც და მამამისსაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

მოძალადე პოლიციამ დააკავა, თუმცა, გირაოს სანაცვლოდ მალევე გაათავისუფლა.

დეა გოშხეთელიანი ამბობს, რომ ყოფილი მეუღლის მხრიდან ეს ძალადობის პირველი შემთხვევა არ არის და მის დაკავებას მოითხოვს.

დეა გოშხეთელიანს და მის მამას ტვინის შერყევა აქვთ. ასევე, გოშხეთელიანის მამას ამ წუთებში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. გარდა ტვინის შერყევისა, გოშხეთელიანის მამას ცხვირიც აქვს გატეხილი.

გოშხეთელიანი კურიერთან ფიზიკური ძალადობის ბოლო შემთხვევას იხსენებს და აცხადებს, რომ ყოფილი ქმარი მასაც და მამამისსაც ფიზიკურად გაუსწორდა. ის არ გამორიცხავს, რომ მომავალში უკვე იარაღის გამოყენებაც სცადოს ყოფილმა მეუღლემ, გრიგოლ ბაკურაძემ.

„სამი იარაღი აქვს - სანადირო თოფი, ეს პირადად მე მაქვს ნანახი. ქუთაისში, კარადაში აქვს შენახული და ერთი აქვს კიდევ ჩვეულებრივი ავტომატი. შევსწრებივარ ასეთ ფაქტს, რომ თავის მოკვლას ცდილობდა. ამ ავტომატითაც უცდია და სანადირო თოფითაც უცდია, ვითომ, თავის მოკვლა, ალბათ და რომ მოვიდეს ახლა და გუშინ თუ მუშტებით გამისწორდა, დღეს შეიძლება, ავტომატით გამისწორდეს,“ - განაცხადა დეა გოშხეთელიანმა.

დეა გოშხეთელიანი აცხადებს, რომ მისი ყოფილი ქმრის ოჯახს სამართალდამცავებთან ახლო კავშირები აქვთ. 

გოშხეთელიანი აცხადებს, რომ მისი ყოფილი მამამთილი არის ხონის ფსიქიატრიული სააავადმყოფოს დირექტორი და პოლკოვნიკი.

დღის ამბები