21 დეკემბერი 2024,   18:56
ვრცლად
სოფო კილაძეს მისივე აპარატის თანამშრომელი დისკრიმინაციაში ადანაშაულებს და სასამართლოში უჩივის

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მართლმსაჯულების წინაშე მოპასუხის სტატუსით უნდა წარდგეს. სოფო კილაძეს მისივე აპარატის თანამშრომელი დისკრიმინაციაში ადანაშაულებს. პარლამენტის თანამშრომლის, ელგა ფოლადიშვილის უფლებებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.

სასამართლოს სარჩელით ფოლადიშვილმა მას შემდეგ მიმართა, რაც კომიტეტის თავმჯდომარემ სამსახურის დატოვება მოსთხოვა, მიზეზად კი დაუსახელა, რომ ის პროფესიით იურისტი არ არის.

აპარატის თანამშრომელი ყვება, რომ სოფო კილაძის სურვილით, პარლამენტიდან რამდენიმე თანამშრომელი უკვე დაითხოვეს.

ელგა ფოლადიშვილი პროფესიით ჟურნალისტია. ორი წლის წინ ის კონკურსის წესით პარლამენტის თანამშრომელი გახდა. მაშინ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს შორის იურისტის დიპლომი არ ყოფილა. მისი აზრით, იურისტის დიპლომი მხოლოდ საბაბია. რეალურად კი დეპუტატი კომიტეტს საკუთარი კადრებით აკომპლექტებს.

სოფო კილაძემ კი მისივე თანამშრომლის ბრალდებებზე პასუხის გაცემა არ ისურვა.

პარლამენტის თანამშრომლის საქმეზე გადაწყვეტილებას ქუთაისის სასამართლო 8 იანვარს მიიღებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები