09 ოქტომბერი 2024,   12:29
ვრცლად
აღმოსავლეთ უკრაინაში კვლავ მსხვერპლია

აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსი სეპარატისტების იერიშს მშვიდობიან მოსახლეობაში მორიგი მსხვერპლი მოჰყვა. 

მებრძოლებმა ქალაქ კრამატორსკის მიმართულებით ცეცხლი "გრადის" ტიპის სისტემებით გახსნეს, რის შედეგადაც, ბოლო მონაცემებით, 7 ადამიანი დაიღუპა და 15 მძიმედ დაიჭრა.

პარალელურად, ბრძოლები მიმდინარეობს მარიუპოლთან.

უკრაინელმა სამხედროებმა შეტევა განაახლეს ქალაქ ნოვოაზოვსკზე და მის შემოგარენში სამი სოფელი აიღეს.

სეპარატისტები კი ქალაქ დებალცევოს დაკავებას ცდილობენ და აცხადებენ, რომ ქალაქი ალყაში მოაქციეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები