09 ოქტომბერი 2024,   12:24
ვრცლად
დასავლეთი მინსკში ხვალ დაგეგმილი მოლაპარაკების შედეგებს ელოდება

დასავლეთი მინსკში ხვალ დაგეგმილი მოლაპარაკების შედეგებს ელოდება. განხილვის მთავარი თემა უკრაინის კრიზისია.

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, დონბასში კონფლიქტი სამხედრო გზით ვერ მოგვარდება.

ის მოხარულია, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა და კანადის პრემიერ-მინისტრმაც კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას მხარდაჭერა გამოუცხადეს.

„ყველას გვჯერა, რომ კრიზისი მოლაპარაკების გზით მოგვარდება. სამწუხაროდ, ბატონი პუტინი ამ დრომდე უარს ამბობს დიპლომატიურ ნაბიჯებზე და სამხედრო ძალას იყენებს,“ - განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა სტივ ჰარპერმა.

შეხვედრას გერმანიის კანცლერი საფრანგეთის, უკრაინის და რუსეთის ლიდერებთან ერთად დაესწრება. მანამდე კი ის შეერთებულ შტატებსა და კანადაში იმყოფება, სადაც პრეზიდენტ ობამას და პრემიერ ჰარპერს შეხვდა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები