26 დეკემბერი 2024,   16:33
ვრცლად
თემირლან მაჩალიკაშვილი მკურნალობას თურქეთში "კოჩ-ჰოსპიტალში" გააგრძელებს

თემირლან მაჩალიკაშვილი მკურნალობას თურქეთში "კოჩ-ჰოსპიტალში" გააგრძელებს. ჰოსპიტალის ადმინისტრაცია და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ბოლო ტექნიკურ დეტალებს აგვარებენ.

19 წლის ახალგაზრდისა და მისი მშობლების ტრანსპორტირება სავარაუდოდ ხვალ, ქართული ვერტმფრენით მოხდება. "კოჩ-ჰოსპიტალი" სწორედ ის კლინიკაა, სადაც მკურნალობის გაგრძელებას მაჩალიკშვილების ოჯახი ითხოვდა. 

„მოლაპარაკება დასრულდა წარმატებით. თურქული კლინიკა, რომელიც შეირჩა ოჯახის მიერ, აცხადებს თანხმობას. გამოგზავნილია ინვოისი, მივიღეთ წერილი ჯანდაცვის სამინისტროსგან თანხმობაზე, საგარანტიო წერილი, რომელიც გადაეცათ მშობლებს. ჩვენ გადავუგზავნეთ ეს მონაცემები თურქულ კლინიკას. დასტური მივიღეთ და დღეს უნდა მოხდეს თანხის გადარიცხვა. ამ პროცედურების შემდგომ ჩვენ არსებითი წინააღმდეგობა არ გვაქვს,“ - განაცხადა თემირლან მაჩალიკაშვილის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა.

26 დეკემბრის სპეცოპერაციისას თავში დაჭრილი ახალგაზრდა უკვე 2 კვირაა კომატოზურ მდგომარეობაში, ხელოვნური მართვის აპარატზეა შეერთებული.

დღის ამბები