09 ოქტომბერი 2024,   12:28
ვრცლად
უკრაინის კრიზისზე კიდევ ერთი მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა - სეპარატისტები უკან დახევას არ აპირებენ

დღეს მინსკში საფრანგეთის, გერმანიის, უკრაინისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრა გაიმართება. ამ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე კი უშედეგოდ დასრულდა მინსკში აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული ვითარების დარეგულირების საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის სხდომა.

შეხვედრის დასრულებამდე რუსულმა სააგენტო „ტასმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ მხარეები მძიმე შეიარაღების გაყვანასა და ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, თუმცა ეს მოგვიანებით თავად სეპარატისტების ლიდერებმა უარყვეს და განაცხადეს, რომ კიევს ცეცხლის შეწყვეტის საკუთარი გეგმა წარუდგინეს.

მოლაპარაკებებში უკრაინის ექს-პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა, ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების წარმომადგენლები, ეუთოს ოფიციალური წარმომადგენელი ჰაიდი ტალიავინი და რუსეთის ელჩი უკრაინაში მიხაილ ზურაბოვი მონაწილეობდნენ. დღევანდელი ოთხმხრივი მოლაპარაკებების მნიშვნელობაზე ილაპარაკა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები