09 ოქტომბერი 2024,   12:25
ვრცლად
უკრაინის კრიზისზე ობამა პუტინს ტელეფონით ესაუბრა

უკრაინის კრიზისი იყო ბარაკ ობამასა და ვლადიმერ პუტინს შორის გამართული სატელეფონო საუბრის მთავარი თემა. თეთრი სახლის ცნობით, პრეზიდენტმა ობამამ პუტინს მოუწოდა, გამოიყენოს სამშვიდობო მოლაპარაკებების შესაძლებლობა, რომელიც რუსეთის, უკრაინის, საფრანგეთის, გერმანის ლიდერების მონაწილეობით გამართება.

როგორც ობამამ რუს კოლეგას განუცხადა, თუ მოსკოვი უკრაინაში აგრესიულ მოქმედებებს გააგრძელებს, მათ შორის სეპარატისტებს გაუწევს ფინანსურ დახმარებას, გაგზავნის ჯარებს და მოამარაგებს იარაღით, რუსეთს ეს უფრო ძვირად დაუჯდება, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

ამავე თემაზე
დღის ამბები