09 ოქტომბერი 2024,   12:26
ვრცლად
სარკოზი უკრაინის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგია

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი აღიარებს 2014 წლის 16 მარტს ყირიმში ჩატარებულ რეფერენდუმს, რომლის შედეგადაც რუსეთმა ყირიმის ანექსია განახორციელა.

მისი თქმით, თუკი კოსოვოს აქვს უფლება სერბეთისგან დამოუკიდებელი იყოს, მაშინ როგორ შეიძლება იმაზე ლაპარაკი, რომ ყირიმს არ აქვს უფლება, დატოვოს უკრაინა და შეუერთდეს რუსეთს.

განცხადებები სარკოზიმ საკუთარი პარტიის ყრილობაზე გამოსვლისას გააკეთა, რასაც ხმამაღალი აპლოდისმენტი მოჰყვა. სარკოზიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა არ უნდა გაწევრიანდეს ნატოსა და ევროკავშირში.

"ყირიმმა რუსეთი აირჩია და ამის გამო ვერ დავადანაშაულებთ რუსეთსა და ევროპას შორის არსებული უთანხმოება - ეს არის დრამა. ის, რომ ეს ამერიკელებს სურთ, მათი უფლება და პრობლემაა, მაგრამ ჩვენ არ გვინდა ახალი ცივი ომი ევროპასა და რუსეთს შორის," - განაცხადა სარკოზიმ.

ამავე თემაზე
დღის ამბები