09 ოქტომბერი 2024,   12:31
ვრცლად
შუმახერი გადასახადებისთვის თავის არიდებაშია ეჭვმიტანილი

ფორმულა 1-ის მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი გადასახადებისთვის თავის არიდებაშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ ევროპული პრესა ფრანგულ ტელეარხ Canal Plus-ზე დაყრდნობით წერს.

წყაროს ცნობით, ლეგენდარულ პილოტს საიდუმლო ანგარიში ჰქონდა ბრიტანულ HSBC Private Bank-ში, რომელსაც ადგილობრივი სამართალდამცველი ორგანოები 2005-07 წლებში 180 მილიარდზე მეტი თანხის გათეთრებაში სდებენ ბრალს. ვარაუდობენ, რომ ბანკი თავის კლიენტებს პანამასა და ვირჯინის კუნძულებზე ოფშორული კომპანიებიდან მიღებული შემოსავლების დამალვაში ეხმარებოდა.

მიხაელ შუმახერი თავის მძიმე ტრავმის შემდეგ მკურნალობის ხანგრძლივ კურსს გადის. გერმანელი პილოტი 2013 წლის დეკემბერში თხილამურებით სრიალისას დაშავდა და ხუთ თვეზე მეტხანს კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

დღის ამბები