09 მაისი 2024,   04:56
ვრცლად
შსს არ დაუშვებს პოლიციელებზე თავდამსხმელთა დაუსჯელობას - ნათია მეზვრიშვილი კლუბ "ბასიანთან" მომხდარ ფაქტზე

13 იანვარს კლუბ ”ბასიანთან” მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, რა დროსაც პოლიციელები დაიჭრნენ, შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტებას აკეთებს. მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, მთავარმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

მეზვრიშვილის თქმით, დაკავებულს ბრალი სამი მუხლით წარედგინა და მის მიმართ მოთხოვნილ იქნა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა.

ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოიყენეს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საშუალება.

შს მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბრად აგებს პასუხს და უწყება არ დაუშვებს პოლიციელზე თავდამსხმელთა დაუსჯელობას.

„ბრალდებულის დაკავება მოხდა ადგილზე, მას ბრალად წარედგინა სსკ-ის სამი მუხლი. პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების სახით მოითხოვა ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოყენება და სასამართლოს გადაწყვეტილება გირაოს გამოყენების შესახებ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოიყენეს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საშუალება.

"კანონის წინაშე ყველა თანაბრად აგებს პასუხს. შს სამინისტრო ასევე არ დაუშვებს პოლიციელებზე თავდამსხმელთა დაუსჯელობას. პოლიციელის ღირსება და მუნდირი უკომპრომისოდ იქნება დაცული,“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

დღის ამბები