16 ივლისი 2024,   16:57
ვრცლად
სარფის საბაჟოზე ამოქმედებული შეზღუდვები - აჭარის მთავრობის მეთაურმა თურქულ მხარესთან მოლაპარაკებები დაიწყო

სარფის საბაჟოზე ამოქმედებული შეზღუდვების შესახებ საგანგებო მოლაპარაკებები აჭარის მთავრობის მეთაურმა თურქულ მხარესთან უკვე დაიწყო. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე თურქეთიდან რამდენიმე წუთის წინ დაბრუნდა. ის ართვისში ადგილობრივ გუბერნატორს შეხვდა. პატარაძის თქმით, მოლაპარაკებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და საქმეში ჩართულია საგარეო საქმეთა სამინისტრო.

„თანამშრომლობის და ამ პრობლემის მოგვარების სრული მზაობაა. დღესვე შესაბამისი მესიჯები გაიგზავნა ანკარაში. ჩვენ უახლოეს პერიოდში გვექნება კონკრეტული ხედვები თურქულ მხარესთან ერთად. ორივე ქვეყნის მოქალაქეების ინტერესი გათვალისწინებული უნდა იყოს,“- განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

ე.წ. ქემალ ფაშას ბაზრობაზე, სადაც ქართველები სავაჭროდ დადიან, ცოტა ხნის წინ „კურიერის“ გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა. დღეს ყველა მაღაზია დაკეტილი იყო. მაღაზიის მეპატრონებმა „რუსთავი 2"-თან საუბრისას განაცხადეს, რომ პირველი იანვრიდან ამოქმედებულმა რეგულაციებმა მათ ფინანსური პრობლემები შეუქმნა.

„ოჯახებს ვერ ვარჩენთ, გადასახადს ვერ გადავიხდით. ამაზე ვართ ჩვენ დამოკიდებულნი,“- განაცხადა რიტა ცქიფურიშვილმა.

სარფის საბაჟოსთან აქცია დილის 6 საათიდან დაიწყო. შეკრებილები პირველი იანვრიდან ამოქმედებულ რეგულაციებს აპროტესტებდნენ.

 

ავტორი: თეა ვაშალომიძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები