26 აპრილი 2024,   09:49
ვრცლად
ქობულეთის რაიონის სოფლების საჯარო სკოლებში პრობლემებია - მშობლები განათლების სამინისტროს მიმართავენ

ქობულეთის რაიონის სოფლების საჯარო სკოლებში სერიოზული პრობლემებია. მშობლები განათლების სამინისტროსგან ყურადღებას წლებია, ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ. უწყებაში პრობლემების არსებობას ადასტურებენ, მაგრამ არსებულ მდგომარეობაში ისინი საგანგაშოს ვერაფერს ხედავენ.

ქობულეთის რაიონის სოფელ ოჩხამურის საჯარო სკოლის მაღალი კლასის მოსწავლეები მეზობელი სოფლების სკოლებში შენობის ავარიულობის გამო გაანაწილეს. მშობლები განათლების სამინისტროსგან ახალი სკოლის აშენებას უკვე წლებია, ითხოვენ.

ქობულეთის რაიონის სოფელ ცეცხლაურის პირველი საჯარო სკოლის სპორტდარბაზის რემონტი 2015 წელს აჭარის განათლების სამინისტროს 38 ათას ლარზე მეტი დაუჯდა. დარბაზის განახლებიდან 2 წელიწადში იატაკი ჩავარდა და მოსწავლეების შესვლა სახიფათოა. თუმცა, გამოუვალი ვითარების გამო, აქ სპორტის გაკვეთილები მაინც ტარდება.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სკოლების მონოტორინგის შედეგად დაადგინეს, რომ სასწავლო დაწესებულებებზე დახარჯული თანხა შესრულებულ სამუშაოებს არ შეესაბამება.

როდის გადახურავენ ხელახლა ახალაშენებულ სკოლას, ან როდის დააგებენ ახალგარემონტებულ სპორტდარბაზში იატაკს, ზუსტი თარიღი უცნობია.

 

ავტორი: სოფო ჭულუხაძე.

დღის ამბები