09 ოქტომბერი 2024,   12:27
ვრცლად
ნადეჟდა სავჩენკოს რუსეთმა პატიმრობა გაუხანგრძლივა

მოსკოვის სასამართლომ უკრაინელ მფრინავს ნადეჟდა სავჩენკოს პატიმრობის ვადა 13 მაისამდე გაუხანგრძლივა. რუსული მხარე სავჩენკოს ლუგანსკის ოლქში რუსი ჟურნალისტების მკვლელობასთან კავშირში ადანაშაულებს და რუსეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ედავება.

ნადეჟდა სავჩენკო პარტია ”ბატკოვშჩინადან” უმაღლესი რადას დეპუტატი და ევროსაბჭოში უკრაინული დელეგაციის წევრია. მას, საერთაშორისო სამართლის თანახმად, ხელშეუხებლობის იმუნიტეტი იცავს.

ოფიციალური კიევისა და დასავლეთის მოთხოვნების მიუხედავად, მოსკოვი მფრინავის გათავისუფლებაზე უარს აცხადებს. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ნადეჟდა სავჩენკომ განაცხადა, რომ შიმშილობას გააგრძელებს. პროტესტის ამ ფორმას მფრინავი უკვე 60 დღეა მიმართავს.

ამავე თემაზე
დღის ამბები