06 ოქტომბერი 2024,   18:19
ვრცლად
ხურჩაში ოკუპანტებმა მავთულხლართები ოკუპირებული ტერიტორიისკენ კიდევ 130 მეტრით გადაწიეს

ხურჩაში ოკუპანტებმა მავთულხლართები ოკუპაციის ხაზიდან ოკუპირებული ტერიტორიისკენ კიდევ 130 მეტრით გადაწიეს. ერთ-ერთი ვერსიით მავთულხლართები მოსახლეობამ გადაჭრა.

ოკუპანტებმა კი, მავთულხლართების გასწვრივ 3 მეტრიანი ორმოები გათხარეს, რომ მოსახლეობამ ე.წ. საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა ვერ შეძლოს.

ბორდერიზაციის პრობლემასთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ კახაბერ ქემოკლიძემ.

„პრობლემის არსი სხვა რამეშია, პრობლემის არის სწორედაც ზოგადად უკანონო ბორდერიზაციის პროცესშია, ამ უკანონო ინსტალაციებში, რომელიც კონკრეტულ პრობლემებს ქმნის საოკუპაციო ზოლზე მაცხოვრებელი მოსახლეობისთვის. ამას აქვს, შემიძლია დაგიდასტუროთ, ორი განზომილება, ერთი უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული განზომილება და მეორე ჰუმანიტარულ ჭრილში არსებული. ჰუმანიტარული კუთხით, უკვე მოგახსენებთ, რომ არის ძალიან დიდი პრობლემები და თვითონ ინსტალაციის ფაქტები, საოკუპაციო ზოლზე, რომელიც ხორციელდება რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან, ეს არის უკვე უსაფრთხოების კუთხით გარკვეული პრობლემები,“ - განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.

 

 

 

დღის ამბები