09 ოქტომბერი 2024,   12:30
ვრცლად
შესაძლოა უკრაინის მთელ ტერიტორიაზე სამხედრო მდგომარეობა გამოცხადდეს - რა ხდება უკრაინაში?

სეპარატისტები დებალცევოსთან მიახლოებას ცდილობენ. მეორე დღეა ქალაქის შემოგარენში ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს. დასახლება სამთავრობო ძალების ხელშია და ამბოხებულები ორი თვეა მის აღებას უშედეგოდ ცდილობენ.

თავდაპირველად მათ განაცხადეს, რომ დებალცევოს ალყაში მოქცევა შეძლეს. თუმცა კიევში ეს ინფორმაცია არ დაადასტურეს.

რუსეთი სამხედრო ინტერვენციაში დაადანაშაულა ევროპაში შეერთებული შტატების სამხედრო ძალების სარდალმა, რომელმაც განაცხადა, რომ დებალცევოსთან უკრაინის არმიის წინააღმდეგ უშუალოდ რუსული ქვედანაყოფები იბრძვიან.

მარიუპოლთან სამთავრობო ძალები დილიდან კონტრშეტევაზე არიან გადასული. უკრაინელმა სამხედროებმა, ინტენსიური იერიშების შედეგად, სეპარატისტებს უკან დაახევინეს და სამი სოფელიც დაატოვებინეს. უკრაინელებმა გასული 24 საათის განმავლობაში 19 ჯარისკაცი დაკარგეს.

ვითარების ესკალაციის შემთხვევაში, უკრაინის ხელისუფლება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებას არ გამორიცხავს.

განცხადება ამის შესახებ პრეზიდენტმა პოროშენკომ მინსკში გამგზავრებამდე მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

პრეზიდენტმა გვიან ღამით მოინახულა ქალაქი კრამატორსკი, სადაც გუშინ სეპარატისტების საარტილერიო დაბომბვებს 15 ადამიანი ემსხვერპლა.

ეუთოს დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ შეტევა პრორუსი მებრძოლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან განხორციელდა.

12 თებერვალი კრამატორსკში გლოვის დღედ გამოცხადდა.

დღის ამბები