09 ოქტომბერი 2024,   12:25
ვრცლად
ბოლო შანსი - მინსკის სამიტზე უკრაინის კრიზისზე გერმანიის, საფრანგეთის, უკრაინის და რუსეთის პირველი პირები მსჯელობენ

ბოლო შანსი - ასე უწოდებენ თავად შეხვედრის მონაწილეები იმ მოლაპარაკებებს, რომელიც ამ წუთებში მინსკში მიმდინარეობს.

შეხვედრა მინსკის დამოუკიდებლობის სასახლეში ამ წუთებში მიმდინარეობს. უკრაინის, საფრანგეთის, გერმანიისა და რუსეთის ლიდერები შეხვედრაზე იმყოფებიან. უკრაინის კრიზისზე სასაუბროდ მინსკის დამოუკიდებლობის სასახლეში პირველი უკრაინის პრეზიდენტი მივიდა. ყველაზე გვიან კი შეხვედრას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შეუერთდა.

უკრაინის პრეზიდენტს რუსული მედიის ჟურნალისტები შეძახილებით დახვდნენ. „რატომ ბომბავთ უდანაშაულო მოსახლეობას,” - ამ შეძახილებს თავისთავად მოჰყვა პროტესტი უკრაინის მედიის მხრიდან.

დღეს გადაწყდება, რას აირჩევს ვლადიმერ პუტინი, – ომს თუ მშვიდობას.

უკრაინის პრეზიდენტის მთავარი მოთხოვნა ცეცხლის უპირობო შეწყვეტაა. თუმცა ჯერ უცნობია, რას მოითხოვს რუსეთის პრეზიდენტი, მშვიდობის სანაცვლოდ.

ამავე თემაზე
დღის ამბები