09 ოქტომბერი 2024,   12:25
ვრცლად
პუტინის რეაქცია ქართველი ჟურნალისტების კითხვაზე [ვიდეო]

მინსკში „ნორმანდიული ოთხეულის” შეხვედრა მიმდინარეობს, თუმცა მანამდე ბელორუსის დედაქალაქში არაფორმალური მოლაპარაკებები გაიმართა.

კონსულტაციების შემდეგ ვლადიმერ პუტინმა, პეტრო პოროშენკომ, ანგელა მერკელმა, ფრანსუა ოლანდმა და ალექსანდრე ლუკაშენკომ დროშების ფონზე ერთობლივი ფოტო გადაიღეს.

არაფორმალური მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა სამ საათს გაგრძელდა.

შეხვედრას „რუსთავი2-ის” გადამღები ჯგუფიც აშუქებს. "კურიერის" ჟურნალისტს ვლადიმერ პუტინისათვის სურდა კითხვის დასმა, თუმცა რუსეთის პრეზიდენტის დაცვამ მას ამის საშუალება არ მისცა. ქართული მედიის მისამართით პუტინმა საკუთარი დამოკიდებულება მხოლოდ ჟესტით გამოხატა.

ამავე თემაზე
დღის ამბები