09 ოქტომბერი 2024,   12:31
ვრცლად
მინსკის შეხვედრა გრძელდება

12 საათზე მეტია, მინსკში "ნორმანდიის ოთხეულის" შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გრძელდება.

რუსეთის, უკრაინის, გერმანიისა და საფრანგეთის პირველმა პირებმა უკრაინის კრიზისის დიპლომატიურად მოგვარების გზა ბოლოჯერ უნდა სცადონ.

მოლაპარაკებების ფორმატი ღამის განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვალა. პირველად მოლაპარაკება ოთხმა ლიდერმა დაიწყო და შემდეგ ამ მოლაპარაკებას რამდენჯერმე შეუერთდნენ საგარეო საქმეთა მინისტრები. პრეზიდენტმა პოროშენკომ კი გენშტაბთან ტელეფონით კონსულტაციები გამართა.

ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად შესძლეს შეთანხმების მიღწევა, არ ვრცელდება. თუმცა იმის გამო, რომ შეხვედრა ამ დრომდე გრძელდება, ფიქრობენ, რომ შეთანხმების მიღწევა ვერ ხერხდება. 

წინააღმდეგობის საკითხებად კვლავ რჩება დონბასის ე.წ. სტატუსი და აღმოსავლეთ უკრაინიდან რუსეთის მიერ მძიმე ტექნიკისა და შეიარაღებული ნაწილების გაყვანა.  

პარალელურად, კიდევ ერთი საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა ჩატარდა, სადაც "ნორმანდიის ოთხეულის" წარმომადგენლებმა "მინსკის შეთანხმების" ტექსტი შეიმუშავეს. 

 

 

 

დღის ამბები