09 ოქტომბერი 2024,   12:29
ვრცლად
აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება ისევ მძიმეა

უკრაინის აღმოსავლეთში ყველაზე ცხელ წერტილად ისევ დებალცევო რჩება, სადაც პრორუსმა სეპარატისტებმა სამხედრო ძალა დაამატეს. 

გუშინ მთელი დღის განმავლობაში მათ ქალაქზე "გრადებით" 14-ჯერ მიიტანეს იერიში. 

შეტაკებები მიმდინარეობდა ქალაქ კრამატორსკშიც. 

დონბასში ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთლიანობაში, 50-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 

უკრაინის საზღვართან კი რუსული არმია სამხედრო წვრთნას გადის, რომელშიც რუსული არმია აქტიურად არის ჩართული. 

ამავე თემაზე
დღის ამბები