03 ოქტომბერი 2024,   08:32
ვრცლად
5 წელი ნოდარ ქუმარიტაშვილის გარდაცვალებიდან

ხუთი წელი გავიდა ქართველი მოციგავის ნოდარ ქუმარიტაშვილის გარდაცვალებიდან.

ტრაგიკული შემთხვევა 2010 წლის 12 თებერვალს, ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის წინა დღეს, ტრასის გამოცდისას მოხდა.

21 წლის მოციგავე უისლერის ოლიმპიურ ტრასაზე მაღალი სიჩქარით დაშვების დროს რკინის კონსტრუქციას შეეჯახა.

საგამოძიებო სამსახურების დასკვნის თანახმად, ინციდენტის მიზეზად ტრასის გაუმართაობა დასახელდა.

ქართველ ოლიმპიელს დღეს ბაკურიანსა და ვანკუვერში გაიხსენებენ.

 

 

დღის ამბები