21 დეკემბერი 2024,   19:39
ვრცლად
"ქართულ ოცნებას“ აქვს მაღალი ლეგიტიმაცია, შესაბამისად, შემომწირველთა რაოდენობა არის გაცილებით მეტი - მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონიტორინგის შედეგებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს 16 მილიონი ლარის შემოწირულობიდან, დაახლოებით, 15 მილიონი „ქართული ოცნებისთვის“ იყო გამოყოფილი.

მამუკა მდინარაძის განმარტებით, „ქართული ოცნების“ შემომწირველთა რაოდენობის მეტობა იმით აიხსნება, რომ პარტიას საზოგადოებაში დიდი მხარდაჭერა აქვს.

მმართველი გუნდი ოპოზიციის ბრალდებებს უარყოფს, რომ ქვეყანაში ბიზნესზე ზეწოლა მიმდინარეობს.

"რატომ აქვს მეტი შემოწირულობა „ქართულ ოცნებას“, ვიდრე სხვა დანარჩენს. ამაში ულოგიკო ნამდვილად არაფერია. „ქართულ ოცნებას“ აქვს ყველა მონაცემები და ბოლო არჩევნებმაც ეს დაადასტურა, მაღალი ლეგიტიმაცია, მხარდაჭერა საზოგადოებაში და შესაბამისად, შემომწირველთა რაოდენობა არის გაცილებით მეტი, ვიდრე სხვა პარტიების შემთხვევაში. ვფიქრობ, ეს ასეც გაგრძელდება. რაც ყველაზე მთავარია, საქართველოში ბიზნესი თავისუფალია,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები