21 დეკემბერი 2024,   18:41
ვრცლად
"თურქეთის ოპერაციის სამიზნე არ არის ქურთი მოსახლეობა, სამიზნეა ტერორისტული ორგანიზაცია" - თურქეთის ელჩი საქართველოში

თურქეთის რესპუბლიკის მიერ, სირიის ჩრდილოეთ რაიონებში, ჩატარებულ სამხედრო ოპერაციებთან დაკავშირებულ მოვლენებს პრესკონფერენციით გამოეხმაურა თურქეთის ახალი ელჩი საქართველოში. ფატმა ჯერენ იაზგანის განცხადებით, ოპერაციის სამიზნე ტერორისტული ორგანიზაციაა და არა ქურთი მოსახლეობა.

შეერთებულმა შტატებმა და სხვა ევროპულმა ქვეყნებმა უკვე მოუწოდეს, ოფიციალურ ანკარას, ვითარების დეესკალაციისკენ. თუმცა, თურქეთი საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას არ აპირებს. თურქეთის არმიის ცნობით, იერიშების შედეგად 300-მდე ქურთი მებრძოლი და "ისლამური სახელმწიფოს" წევრი მოკლეს.

ფი-ქეი-ქეი“ ტერორისტულ ორგანიზაციად არის ცნობილი თურქეთის, კანადის, ამერიკისა და ევროკავშირის მიერ. ამ ორგანიზაციამ დაიკავა არა მხოლოდ ის ადგილები, სადაც ქურთი მოსახლეობა ცხოვრობდა, არამედ გასცდა ამ ტერიტორიებს და იქ თავისი სტრუქტურები ჩამოაყალიბა. თურქეთის ოპერაციის სამიზნე არ არის ქურთი მოსახლეობა, სამიზნეა უშუალოდ ტერორისტული ორგანიზაცია „ფი-ქეი-ქეი“. იგი საფრთხეს უქმნის თურქეთის ეროვნულ უსაფრთხოებას. სპეცოპერაცია გაეროს ქარტიის 51-ე მუხლში აღნიშნული ლეგიტიმური თავდაცვის უფლების შესაბამისად ტარდება. ოპერაცია იქამდე გაგრძელდება, სანამ თურქეთის მიმართ ტერორისტული საფრთხე არ მოიხსნება,“ - განაცხადა თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანიმ.

დღის ამბები