09 ოქტომბერი 2024,   12:30
ვრცლად
4 საკითხი, რაზეც მინსკში შეთანხმება ვერ მოხერხდა

სააგენტო Associated Press  აქვეყნებს იმ პუნქტებს, რომლებზეც პეტრო პოროშენკო და ვლადიმერ პუტინი ვერ შეთანხმდნენ. 

1. სადემარკაციო ხაზი - უკრაინა მოითხოვს, რომ სადემარკაციო ხაზი უნდა გადიოდეს სექტემბერში მიღწეული მოლაპარაკებების თანახმად. თუმცა რუსეთი ახალი ხაზის გავლებას მოითხოვს, რომლის მიხედვითაც სეპარატისტების კონტროლის ქვეშ უნდა მოექცეს მათ მიერ ხელში ჩაგდებული ახალი ტერიტორიები.

2. უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების გაყვანა - რუსეთი ისევ აცხადებს, რომ  უკრაინის ტერიტორიაზე არ იმყოფება არანაირი რუსული ჯარი და არც ტექნიკა.

3. კონტროლი საზღვარზე - უკრაინას სურს სრულად აღადგინოს საზღვარზე კონტროლი. თუმცა რუსეთი აცხადებს, რომ საზღვრის კონტროლი, თუნდაც ნაწილობრივ უნდა ხორციელდებოდეს ტერორისტების მიერ, რომლებმაც ხელში ჩაიგდეს რამდენიმე მნიშვნელოვანი სასაზღვრო პუნქტი.

4. ფართო ავტონომია რეგიონებს, რომლებიც ტერორისტების კონტროლის ქვეშ არის მოქცეული - უკრაინა აცხადებს, რომ ამ რეგიონებს მიანიჭებს ფართო ავტონომიის სტატუსს. მაგრამ რუსეთი გარანტიებს და ფინანსური შეზღუდვების მოხსნას ითხოვს. 

დღის ამბები