09 ოქტომბერი 2024,   12:25
ვრცლად
პუტინის პირველი კომენტარი მინსკის მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მინსკის მოლაპარაკებების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს.

პუტინის თქმით, "ეს არ იყო მის ცხოვრებაში საუკეთესო ღამე, თუმცა დილა ბევრად უკეთესი აღმოჩნდა, რადგან მთავარ პრინციპებზე შეთანხმება მიღწეულია." 

ის იმ კონკრეტულ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას, რაზეც შეთანხმება მოხერხდა.  

"პირველი, ესაა ცეცხლის შეწყვეტა 15 თებერვლის ღამის 12 საათიდან. მეორე, რაც მიმაჩნია უმნიშვნელოვანეს საკითხად, მძიმე შეიარაღების გაყვანაა ფრონტის ხაზიდან. შემდეგი კომპლექსური საკითხები გრძელვადიან პოლიტიკურ დარეგულირებას უკავშირდება. ეს არის საკონსტიტუციო რეფორმა, რომელშიც გათვალისწინებული იქნება დონბასის ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხის კანონიერი უფლებები და მეორე, სასაზღვრო საკითხების გადაწყვეტასა და დონეცკისა და ლუგანსკის განსაკუთრებული სტატუსის შესახებ მიღებული კანონის ამოქმედებას ეხება. ერთ დოკუმენტს ეს-ესაა ხელი მოაწერა საკონტაქტო ჯგუფმა და ის მინსკის შეთანხმების შესრულებისკენაა მიმართული. მეორე, რომელიც ხელმოწერილი არ არის, ჩვენი ერთობლივი განცხადებაა იმის შესახებ, რომ ამ პროცესს მხარს ვუჭერთ," - განაცხადა პუტინმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები