09 ოქტომბერი 2024,   12:28
ვრცლად
მოსკოვის ახალი სანქციები მინსკის შეთანხმების შესრულებაზეა დამოკიდებული

მინსკი 2-ის შეთანხმების შესრულებაზეა დამოკიდებული, მიიღებს თუ არა ევროკავშრი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს - ამის შესახებ ბრიუსელში სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გერმანიის კანცლერმა განაცხადა.

სამიტის მონაწილე ლიდერები კომენტარებში აღნიშნავდნენ, რომ მინსკში გაფორმებული სამშვიდობო შეთანხმების გამო, ევროკავშირის სამიტზე რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე საუბარი არ ყოფილა. მინსკის შეხვედრის გამო გუშინ ბრიუსელში სამიტი 2-საათიანი დაგვიანებით დაიწყო.

რამდენად შეასრულებს მოსკოვი ამჯერად მაინც აღებულ ვალდებულებებს - ეს უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

ევროკავშირის მომავალ სამიტზე ქვეყნების ლიდერები უკვე მარტში შეიკრიბებიან. ამ შეხვედრაზე ცნობილი გახდება, საჭირო იქნება თუ არა რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესება.

სამიტის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მომავალ კვირას ნორმანდიის ოთხეული მინსკის შეთანხმების განხორციელების დეტალებზე ტელეფონით ისაუბრებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები