09 ოქტომბერი 2024,   12:30
ვრცლად
"რუსეთთან ნდობის პრობლემა გვაქვს," - პეტრო პოროშენკო

მინსკის სამიტის დასრულების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

პეტრო პოროშენკოს თქმით, ნდობის პრობლემა უკრაინასა და რუსეთს შორის არსებობს.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი არ შეასრულებს მინსკში მიღწეულ 13-პუნქტიან შეთანხმებას, ევროკავშირმა რუსეთის მიმართ სანქციები უნდა გაამკაცროს.

პეტრო პოროშენკომ ისიც აღნიშნა, რომ მინსკში 16-საათიანი მოლაპარაკებისას პუტინთან უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე ლაპარაკი არ ყოფილა.

"სამწუხაროდ, მინსკის შეთანხმების ხელმოწერის წუთიდან პრორუსმა სეპარატისტებმა გააძლიერეს სამხედრო მოქმედებები. ისინი ძირითადად დებალცევოში არიან კონცენტრირებული, სადაც ჩვენი შეიარაღებული ძალები იცავენ ფრონტის ხაზს. ჩემი პოზიციაა ის, რომ ცეცხლი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, რადგან მას ყოველ საათში უდანაშაულო ადამიანები ეწირებიან. დღეს ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ევროკავშირის მხარდაჭერის დონემ. რაც შეეხება ნატოს თემას, გუშინ არ გვქონია პუტინთან ამაზე საუბარი, მე ვენდობი ევროპელ ლიდერებს, ხოლო რუსეთთან ამ ნდობის პრობლემა გვაქვს, თუ შეთანხმება დაირღვევა, ეს იქნება რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების მიზეზი,” - განაცხადა პოროშენკომ.

ამავე თემაზე
დღის ამბები