09 ოქტომბერი 2024,   12:23
ვრცლად
აშშ სკეპტიკურად უყურებს რუსეთის მიერ პირობების შესრულებას

მინსკის შეთანხმების შემდეგ შეერთებული შტატები სკეპტიკურად უყურებს რუსეთის მიერ პირობების შესრულებას.

სახელმწიფო დეპარტამენტი მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი სანქციები მიიღოს.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის განცხადებით, მინსკში მიღწეულ შეთანხმებას დადებითად აფასებს თეთრი სახლის ადმინისტრაცია.

პრესსპიკერ ჯენ პსაკის თქმით, შეთანხმება მხოლოდ ფურცელზეა დაწერილი და ის არაფერის მომტანი იქნება, თუ არ შესრულდება. მისვე განმარტებით, რუსეთი და პრორუსი სეპარატისტები აქამდე არ ასრულებდნენ შეთანხმებულ პუნქტებს.

„ხანგრძლივი საუბარი გვქონდა ევროპელ პარტნიორებთან იმ ნაბიჯებზე, რაც შეიძლება მომავალში გადაიდგას და ჩვენ ისევ ძალაში ვტოვებთ ყველა რესურსს, რაც შეიძლება გამოვიყენოთ,” - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ჯენ პსაკიმ.

მინსკში მიღწეულ შეთანხმებას დადებითად აფასებს თეთრი სახლის ადმინისტრაცია. საგანგებო განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინის აღმოსავლეთიდან დაუყოვნებლივ უნდა გავიდეს მძიმე ტექნიკა და რუსეთმა შეწყვიტოს სეპარატისტების მხარდაჭერა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები