27 აპრილი 2024,   00:19
ვრცლად
დედაქალაქის გენერალურ გეგმაზე მომუშავე სპეციალისტებს "ენმ" ფრაქციის სხდომაზე ელოდება

დედაქალაქის გენერალურ გეგმაზე მომუშავე სპეციალისტებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ფრაქციის სხდომაზე ელოდება. გარდა ამისა, ოპოზიციის წარმომადგენლები დოკუმენტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ყველას, ვინც ამ თემაზე მუშაობს, ორშაბათს დაგეგმილ შეხვედრაზე მისვლისკენ მოუწოდებენ.

პარტიაში აცხადებენ, რომ გენ გეგმასთან დაკავშირებით უამრავი კითხვა არსებობს, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს. განცხადებების გაკეთებას ამ თემაზე "ნაციონალური მოძრაობა" დღეს ბრიფინგზე აპირებს.

"აუცილებელია ყველა დაინტერესებული მხარის ჯანსაღი განხილვა და ეს არის მიზეზი და მიზანი ჩვენი შეკრების, რომ მონაწილეობა მიიღონ არა მხოლოდ დამკვეთმა და შემსრულებელმა, არამედ ყველამ, ვისაც აინტერესებს, სპეციალისტმა, მოქალაქემ, იმისთვის, რომ ჩვენ ზუსტად ვიცოდეთ ჩვენი გენ გეგმის განვითარების ფაზა და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს ქალაქს ქონდეს ძალიან კარგი გენგეგმა," - განაცხადა  თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა. 

დღის ამბები