26 აპრილი 2024,   18:48
ვრცლად
საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით 6 პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით თურქეთის 2 და უზბეკეთის რესპუბლიკის 4 მოქალაქე  დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები სასაზღვრო საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის მიმართულებით ცდილობდნენ.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

დღის ამბები