03 ოქტომბერი 2024,   08:28
ვრცლად
"მანდარინების" მსახიობები კულტურის სამინისტროს წინააღმდეგ

"ოსკარზე" წარდგენილი პირველი ქართული ფილმის -  „მანდარინების” შემოქმედებითი ჯგუფი კულტურის სამინისტროს უყურადღებობაში ადანაშაულებს.

ფილმში მთავარი როლის შემსრულებლებმა - გიორგი ნაკაშიძემ და მიშა მესხმა, შემოქმედებითი ჯგუფის წევრებთან ერთად, ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობასა და დაფინანსების არქონაზე დღეს გადაცემა „სხვა შუადღის” ეთერში ილაპარაკეს.

გიორგი ნაკაშიძის განცხადებით, "ოსკარების" დაჯილდოების ცერემონიაზე წასვლა მხოლოდ თვითმფრინავში ჩაჯდომა და გაფრენა არ არის. ელემენტარული ფინანსებია საჭირო იმისათვის, რომ შემოქმედებითი დასი ღირსეულად წარდგეს ღონისძიებაზე, სადაც ქართული ფილმი პირველად მოხვდა.

„დარწმუნებული ვარ, კულტურის სამინისტროში იმდენი მსახიობი მუშაობს, რომ კარგად იციან მსახიობების პრობლემები. საქართველოს ისტორიაში განა რამდენჯერ მოხდა "ოსკარზე" ქართული ფილმის დასახელება? ნუთუ ვერ ხვდებიან, რომ ოსკარზე გამგზავრება მარტო თვითმფრინავში ჩაჯდომა და წასვლა არ არის,” - ამბობს ნაკაშიძე.

 

დღის ამბები