09 ოქტომბერი 2024,   12:26
ვრცლად
"სამშვიდობო შეთანხმება საფრთხეშია," - უკრაინის პრეზიდენტი

"სამშვიდობო შეთანხმება საფრთხეშია," - ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, გააკეთა. 

ამის შესახებ განცხადება პოროშენკომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის დროს გააკეთა და აღნიშნა, რომ  "უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში ჯერჯერობით ცეცხლის შეწყვეტის ნიშნები არ შეინიშნება". 

განცხადებას BBC ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მიუხედავად შეთანხმებისა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში დღეს ღამით ცეცხლი უნდა შეწყდეს, საბრძოლო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს. 

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მხარეებმა 12 თებერვალს მიაღწიეს. მიუხედავად ამისა, გუშინ დონბასში სროლის ხმა ინტენსიურად ისმოდა. არაერთი ქალაქის დაბომბვის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა.

 

დღის ამბები