09 ოქტომბერი 2024,   12:26
ვრცლად
დონბასში სეპარატისტები რუსულ იარაღს კვლავ იღებენ - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ჯენ პსაკი, აცხადებს, რომ  დონბასში პრორუსი სეპარატისტები რუსულ იარაღს, სავარაუდოდ, კვლავ იღებენ.

ამის შესახებ განცხადებას  BBC ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ, "თუ ეს ცნობები დადასტურდა, ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების განმუხტვის სხვა გზებს მოძებნიან". 

BBC ასევე ავრცელებს უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს, განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ  "სამშვიდობო შეთანხმება საფრთხეშია".

მიუხედავად 12 თებერვალს მიღწეული შეთანხმებისა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში დღეს ღამით ცეცხლი უნდა შეწყდეს, საბრძოლო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.  გუშინ დონბასში სროლის ხმა ინტენსიურად ისმოდა. დაღუპულია კიდევ რამდენიმე ადამიანი. 

დღის ამბები