09 ოქტომბერი 2024,   12:27
ვრცლად
კანადაში "სიყვარულის დღეს" შეყვარებული წყვილი მასშტაბური ტერაქტის მოწყობას გეგმავდა

კანადელმა სამართალდამცველებმა მასშტაბური ტერაქტი აღკვეთეს.

ძალოვანების ინფორმაციით, 19 წლის ახალგაზრდა მამაკაცი და მისი მეგობარი გოგო ვალენტინობის დღეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე უმისამართო ცეცხლის გახსნას და ხალხის დახოცვას აპირებდნენ, რის შემდეგაც მათ თავი უნდა მოეკლათ.

გამოძიების ინფორმაციით, შეთქმულებაში კიდევ ორი ახალგაზრდა მონაწილეობდა.

4 ეჭვმიტანილიდან სამი პოლიციამ დააკავა, მეოთხე ეჭვმიტანილი კი სამართალდამცველებმა მისივე სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

დაგეგმილი ტერაქტის მოტივის შესახებ გამოძიება ჯერჯერობით არ საუბრობს.

დღის ამბები