09 ოქტომბერი 2024,   12:27
ვრცლად
საპროტესტო აქციები თურქეთში მასობრივ არეულობაში გადაიზარდა

საპროტესტო აქციები თურქეთის სამხრეთ აღმოსავლეთ რეგიონებში მასობრივ არეულობაში გადაიზარდა.

დემონსტრანტები ქუჩებში "ქურთთა მუშათა პარტიის" ლიდერის, აბდულა ოჯალანის, დაკავების 16 წლისთავთან დაკავშირებით გამოვიდნენ და პოლიციას დაუპირისპირდნენ.

მომიტინგეებმა სამართალდამცველებს ხელნაკეთი ასაფეთქებლები და ქვები დაუშინეს. პოლიციამ კი მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

სამხრეთ აღმოსავლეთ რეგიონების გარდა, შეტაკებები მიმდინარეობს თურქეთის დიდ ქალაქებში, მათ შორის ანკარაშიც.

დემონსტრანტები სკოლებში რელიგიის გავლენის გაძლიერებას აპროტესტებენ.

დღის ამბები