27 აპრილი 2024,   00:40
ვრცლად
სირია-ისრაელის საზღვარზე უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს

სირია-ისრაელის საზღვარზე უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს. ამ ზომების მიღების აუცილებლობა ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებას მოჰყვა, როდესაც მან ისრაელის წინააღმდეგ აგრესიის განსახორციელებლად ოფიციალური თეირანი სირიის ტერიტორიის გამოყენებაში დაადანაშაულა.

F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლის ჩამოგდების მიუხედავად, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ ქვეყანას ნებისმიერი თავდასხმისგან დაიცავენ.

ძალოვან უწყებების ხელმძღვანელებთან გამართული საგანგებო შეხვედრის გარდა, ბენიამინ ნეთანიაჰუ შექმნილ ვითარებაზე ტელეფონით ესაუბრა ვლადიმერ პუტინსა და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანსაც.

ვითარება ისრაელ-სირიის საზღვრის მონაკვეთზე განსაკუთრებით გუშინ დილით დაიძაბა. ისრაელის არმიამ ირანული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო, რომელიც ქვეყნის საჰაერო სივრცეში სირიის ტერიტორიიდან შევიდა. თეირანის ქმედების საპასუხოდ ისრაელის ავიაციამ სირიაში ირანულ ობიექტებზეც მიიტანა იერიში.

ავიაგამანადგურებლის კატასტროფის შემდეგ ისრაელმა სირიის ტერიტორიაზე ახალი, 1982 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური შეტევა განახორციელა.

ბოლო 24 საათი მძიმე აღმოჩნდა სირიის ტერიტორიაზე მებრძოლი თურქი სამხედროებისთვისაც. აფრინის რეგიონში მიმდინარე სახმელეთო ოპერაციის დროს თურქეთის არმიამ 11 ჯარისკაცი დაკარგა.

 

დღის ამბები